ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი ნიკა კაცია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი ნიკა კაცია კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო.

დღეს სასამართლოში მტკიცებულებების დასაშვებობასა და პატიმრობის გადახედვაზე მსჯელობდნენ. დაცვის მხარე აცხადებს, რომ მტკიცებულებები კანონდარღვევითაა მოპოვებული.

მოსამართლის კითხვაზე, ცნობდა თუ არა ის თავს დამნაშავედ, კაციამ უარყოფითი პასუხი გასცა.

„არც ერთ შემთხვევაში. ნუ განმიმარტავთ, რადგან უდანაშაულო ვარ”, – განაცხადა კაციამ.

ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. მას რალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შემდეგი სასამართლო სხდომა 3 თებერვალს 11 საათზე ჩაინიშნა.

მსგავსი თემები