,,დაუღალავად ვიმუშავებ, ვიდრე ღაზის სექტორში მყოფი ყველა მძევალი არ გათავისუფლდება” – რუბიო

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ისრაელის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა. უცხოური მედიის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას, მარკო რუბიომ ხაზი გაუსვა ისრაელის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერას.

სახელმწიფო მდივანმა ბენიამინ ნეთანიაჰუს „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ დაუღალავად იმუშავებს, ვიდრე ღაზის სექტორში მყოფი ყველა მძევალი არ გათავისუფლდება.

მსგავსი თემები