აშშ მექსიკასთან საზღვარზე 1500 ჯარისკაცს აგზავნის

აშშ მექსიკასთან საზღვარზე 1 500 ჯარისკაცს აგზავნის.

„პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას – დამატებით 1 500 ჯარისკაცი შეერთებული შტატების სამხრეთ საზღვარზე განლაგდება“, – განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

როგორც თეთრ სახლში აღნიშნავენ, პენტაგონის მთავარი მისია „რესპუბლიკური“ ადმინისტრაციის პირობებში იქნება შეერთებული შტატების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

„ამერიკელი ხალხი ელოდებოდა ამ მომენტს, როდესაც ჩვენი თავდაცვის დეპარტამენტი ნამდვილად სერიოზულად მოეკიდება ეროვნულ უსაფრთხოებას. ეს არის ამერიკელი ხალხის მთავარი პრიორიტეტი“, – განაცხადა მან.

მსგავსი თემები