აშშ-ის საზღვრების უსაფრთხოების ხელმძღვანელმა, ტომ ჰომანმა äფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში, აშშ-მექსიკის საზღვარზე 766 მიგრანტი დააკავეს.
„ქალაქები, რომლებსაც მიგრანტები თავს აფარებენ, მიიღებენ ზუსტად იმას, რაც არ სურთ. მეტი აგენტი თემში, მეტი დაკავებულები. თამაში დაიწყო“, – განაცხადა ჰომანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ 24 საათში აშშ-მექსიკის საზღვართან დაახლოებით 308 სერიოზული დამნაშავე დააკავეს.
„დაკავებულთა შორის იყვნენ მკვლელები, ზოგიერთი მათგანი იყო მოძალადე“, – განაცხადა ჰომანმა.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის მთავარი საკითხი მიგრანტები იყო. ტრამპმა არაერთხლ განაცხადა, რომ თანამდებობის დაკავების შემდეგ დაიწყებდა არალეგალურად მყოფი მიგრანტების მასობრივ დეპორტაციებს.