,,ტრამპი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს სანქციებს ხშირად მიმართავდა, მას ეს მეთოდები მოსწონდა”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებას არ დათანხმდება, მაშინ ის რუსეთს სანქციებსა და ტარიფებს დაუწესებს.
„აქ რაიმე სახის ახალ ელემენტს ვერ ვხედავთ. იცით, რომ ტრამპი, პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, სანქციების მეთოდებს ხშირად მიმართავდა. მას ეს მეთოდები მოსწონს. ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში მოსწონდა“, – განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, მოსკოვი ვაშინგტონთან „თანასწორი დიალოგისთვის მზად არის, მაგრამ ჯერჯერობით სიგნალი არ მიუღია“.