აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქვეყნის საიდუმლო სამსახურის უფროსად აგენტი შონ კერანი დანიშნა, რომელმაც 2024 წლის ივლისში ის პენსილვანიაში მკვლელობას გადაარჩინა.
„მან დაამტკიცა უშიშარი მამაცობა, როცა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ბატლერში, პენსილვანიის შტატში მკვლელის მიერ გაშვებულ ტყვიას გადამარჩინა. მე სრულად ვენდობი შონს იმაში, რომ ის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურს გახდის ძლიერს, როგორც არასდროს“, – დაწერა ტრამპმა.
მისი თქმით, კერანს სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის 23-წლიანი გამოცდილება აქვს. მან საიდუმლო სამსახურში მუშაობა სპეციალური აგენტის თანამდებობაზე 2001 წელს დაიწყო.