სიცუანის პროვინცია ერთ-ერთია ჩინეთში, სადაც მოგზაურობა ნამდვილად ღირს. ჩანჩქერების კასკადი, ლურჯი და მწვანე შეფერილობის ტბები, ნაკრძალები, უძველესი ტყეები, აქ ნამდვილად სამოთხეში მოგზაურობა გელოდებათ.
ძიუჭაიკოუ – ეროვნული პარკი და ნაკრძალი სწორედ სიცუანის პროვინციის ჩრდილოეთით მდებარეობს. ძიუჭაიკოუ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია თავისი თავისი ბუნებრივი საოცრებებით.
რასაც ფოტოზე ხედავთ, ეს ნამდვილად საოცარი – ლურჯად და მწვანედ შეფერილი ბუნებრივი ტბაა. წყალი ასეთ საოცარ შეფერილობას კალციუმის კარბონატის მაღალი კონცენტრაციიის გამო იღებს. აქ ლანდშაფტი მდიდარია კარსტებით, რომლებიც მყინვარული და ტექტონიკური აქტივობით წარმოიქმნება და საოცარ ფერებს ქმნის.
პარკი მდიდარია უნიკალური და წითელ წიგნში შეტანილი სახეობებით. აქ 200-ზე მეტი ფრინველის სახეობა ბინადრობს, ასევე, მდიდარია გადაშენების პირას მყოფი მცენარეებითა და ცხოველებით. მათ ჩამონათვალშია გიგანტური პანდა, სიცუანის ოქროს მაიმუნი და სხვა.
ფერის გამო, საოცრებად ითვლება „ხუთი ყვავილის ტბა“ – უ ხუა ხაი. როგორც ხსნიან, ამ ფერს იძლევა ტბის ფსკერის ტრავერტინისა და ფერადი წყალმცენარეების ნაზავი. კალციუმის კარბონატით მდიდარი ტბები ზურმუხტისფერ, მწვანე, ფირუზის და ზოგან იასამნისფერი შეფერილობასაც კი იძლევა.