საქართველოს ფარიკაობის ნაკრები 23-დან 26 იანვრამდე მსოფლიო თასზე იასპარეზებს. ჩემპიონატი ბულგარეთში ჩატარდება.
ნაკრების შემადგენლობაში ბილიკზე სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, ვახტანგ არჩვაძე, ალექსანდრე თავართქილაძე, დავით თავართქილაძე და ალექსანდრა კუვაევა იასპარეზებენ.
ტურნირის ბოლო დღეს კი გუნდური ასპარეზობები გაიმართება.