გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა ევროპისთვის გამოწვევა იქნება.
„მიმდინარე კვირაში აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ჰყავს. პრეზიდენტი ტრამპი, უკვე ცხადია, იქნება გამოწვევა. ევროპას და აშშ-ს აქვთ მეგობრობისა და პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია. ჩვენ ასევე ვდგავართ ამ მყარ ფუნდამენტზე“- აღნიშნა შოლცმა.
გერმანიის კანცლერმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი გაანალიზებს დონალდ ტრაპის მიერ გამოცხადებულ გარკვეულ გადაწყვეტილებებს.