“სლოვაკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მონაწილეობდა საქართველოს მოვლენებში, ასევე უკრაინის „მაიდანში“ და ამზადებს გადატრიალებას სლოვაკეთში” – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.
სლოვაკეთის მთავრობის ხელმძღვანელი ამბობს, რომ აღნიშნულ ჯგუფს, ამერიკის შეერთებული შტატები აფინანსებს.
„ნორმალურ დემოკრატიულ, კანონიერ სახელმწიფოში უსაფრთხოების ძალები ჩაერევიან, რადგან ეს არის კანონის დარღვევა, ზოგიერთ შემთხვევაში კი სისხლის სამართლის დარღვევა“, – განაცხადა რობერტ ფიცომ.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პატივს სცემს იმ მოქალაქეების უფლებებს, თუმცა სახელმწიფო ვერ შეეგუება კანონდარღვევებს.