რესტორან “ბაბილოსთან” მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული ზვიად რობაქიძე თავისუფალია. მან საპყრობილეში 10 დღე გაატარა. აქტივისტს მეგობრები და ოჯახის წევრები ზაჰესის იზოლატორთან ოვაციებით დახვდნენ.
ცნობისთვის, ზვიად რობაქიძე რესტორან “ბაბილოსთან” მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა მას 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.