პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეებმა, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს.
უწყვეტი პროტესტის 56-ე დღეს დემონსტრანტების მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
საპროტესტო აქცია განახლდა აჭარის მთავრობის სახლთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან.