სპეციალური საგამოძიებო სამსახურის აჭარის ა/რ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა მიმართ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტებზე.
საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიება 13 იანვარს დაიწყო.
“სპეციალური საგამოძიებო სამსახურის აჭარის ა/რ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან ბათუმში გამართული საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტებზე”- განაცხადეს უწყებაში.