თურქეთში, ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ამ დროისთვის გარდაცვლილია 79 ადამიანი. შემთხვევის შედეგად დაშავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი. ხანძრის გაჩენის დროს, შენობაში 240-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ხანძრის საქმეზე პოლიციამ 9 ადამიანი დააკავა.

თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე დატრიალებული ტრაგედიის გამო, ქვეყანაში დღეს გლოვის დღეა.

 

 

მსგავსი თემები