ერაყის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 9 წლის გოგონებთან ქორწინებას, ფაქტობრივად ლეგალურს ხდის

CNN – ის ერაყის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 9 წლის გოგონებთან ქორწინებას, ფაქტობრივად ლეგალურს ხდის. ახალმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, სასულიერო პირებს საშუალება მისცა გადაწყვეტილებები ისლამური სამართლის მათი ინტერპრეტაციის შესაბამისად მიიღონ. ზოგიერთ მათგანს მიაჩნია, რომ გოგონებს დაქორწინება “ადრეულ მოზარდობაში” ან 9 წლის ასაკში შეუძლიათ.

ცვლილებები ისლამურ სასამართლოებს უფრო მეტ უფლებამოსილებას ანიჭებს ოჯახურ საკითხებში, მათ შორის, ქორწინებაზე, განქორწინებაზე და მემკვიდრეობაზე. აქტივისტები ამბობენ, რომ ეს ძირს უთხრის ერაყის 1959 წლის პერსონალური სტატუსის კანონს, რომელიც აერთიანებდა საოჯახო კანონს და ქალთა დაცვაზე გარანტიებს აწესებდა.

 

მსგავსი თემები