,,აშშ-სთან სტაბილური ურთიერთობა გვჭირდება”, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო აშშ დასავლეთ გერმანიაში დემოკრატიის განვითარებისთვის. ნატო კი ჩვენი უსაფრთხოების გარანტია. ამიტომ ჩვენ აშშ-სთან სტაბილური ურთიერთობა გვჭირდება“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ტელეფონით უკვე ორჯერ ესაუბრა.
„მეგობრული და კარგი საუბრები იყო. ერთმანეთს ჩვენი მრჩევლებიც რამდენჯერმე შეხვდნენ. ამიტომ, ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობას ნულიდან არ ვიწყებთ“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.