,,შეიძლება გამჭვირვალობის კანონი საერთოდ აღარ დაგვჭირდეს” – მამუკა მდინარაძე

,,შეიძლება „გამჭვირვალობის კანონი” საერთოდ აღარ დაგვჭირდეს. ანუ ამით ისიც კი დადასტურდა, რომ „გამჭვირვალობის კანონი” არათუ უბრალოდ კარგი იყო, არამედ იყო აუცილებელი. ტრამპის ერთ-ერთმა პირველმა გადაწყვეტილებამ ეს დაადასტურა. ეძახონ ახლა რუსული ტრამპის გადაწყვეტილებასაც”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ტრამპის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც საგარეო დახმარების პროგრამები 90 დღით შეაჩერა.

„ეს გადაწყვეტილება იქონიებს შემდეგ გავლენას – შეიძლება გამჭვირვალობის კანონი საერთოდ აღარ დაგვჭირდეს. ანუ ამით ისიც კი დადასტურდა, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ არათუ უბრალოდ კარგი იყო, არამედ აუცილებელი იყო. ტრამპის ერთ-ერთმა პირველმა გადაწყვეტილებამ ეს დაადასტურა. ეძახონ ახლა რუსული ტრამპის გადაწყვეტილებასაც. როგორ სიცრუეში აცხოვრებდნენ ხალხს, პასუხი აგოს სიცრუის გამავრცელებელმა თითოეულმა ადამიანმა ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მდინარაძემ.

დონალდ ტრამპმა აშშ-ს საგარეო დახმარების ყველა პროგრამა 90 დღით შეაჩერა

 

მსგავსი თემები