ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური თანამდებობას 6 მარტს დატოვებს

ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური თანამდებობას 6 მარტს დატოვებს. როგორც ჰერცი ჰალევიმ აღნიშნა, მისი თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი 2023 წლის 7 ოქტომბერს მომხდარი თავდასხმაა.

მისი თქმით, ის პასუხისმგებლობას იღებს იმ უსაფრთხოების ხარვეზებზე, რომლის დროსაც „ჰამასმა“ ისრაელზე თავდასხმა შეძლო.

„7 ოქტომბრის დილას ისრაელის თავდაცვის ძალებმა ვერ შეასრულა თავისი მისია და ვერ დაიცვა ისრაელის მოქალაქეები. ჩემს პასუხისმგებლობას ამ საშინელ წარუმატებლობაზე თან ვატარებ ყოველ დღე, ყოველ საათს და ასე იქნება ჩემი ცხოვრების ბოლომდე“, – განაცხადა ჰერცი ჰალევიმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჰერცი ჰალევის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება მიიღო, თუმცა ჯერ უცნობია, ვინ შეცვლის ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურს.

მსგავსი თემები