,,ტრამპის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებების შესაძლებლობის ფანჯარა არსებობს” – სერგეი რიაბკოვი

„დღეს აშშ-ის ადმინისტრაციის მოლაპარაკებების შესაძლებლობების შესახებ არაფრის თქმა შეგვიძლია, მაგრამ თეთრი სახლის წინა ხელმძღვანელის დროს არსებულ უიმედობასთან შედარებით, დღეს შესაძლებლობების ფანჯარა არსებობს, თუმცა მცირე“, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია რუსეთმა ვაშინგტონთან ურთიერთობაში რისკები შეამციროს.

„მნიშვნელოვანია გვესმოდეს, ვისთან გვაქვს საქმე, როგორ ავაშენოთ ვაშინგტონთან ურთიერთობები, როგორ გავზარდოთ შესაძლებლობები და შევამციროთ რისკები“, – აღნიშნა რიაბკოვმა.

მსგავსი თემები