ოკუპირებულ გაგრაში უბედურ შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ოკუპირებულ გაგრაში უბედური შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთ-ერთმა ადგილობრივმა ტექნიკა და მუშები დაიქირავა, რათა სადრენაჟო სისტემა გაეთხარათ.

მოგვიანებით, ის ორ მეგობართან ერთად ამოჭრილ ორმოში, სამუშაოების დასათვალიერებლად ჩავიდა, რა დროსაც, მიწა ჩამოიშალა.

ადგილზე „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური“ გამოიძახეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მსგავსი თემები