მოსამართლემ აქციაზე დაკავებული არჩილ მუსელიანცი პატიმრობაში დატოვა

მოსამართლემ აქციაზე დაკავებული არჩილ მუსელიანცი პატიმრობაში დატოვა. მას პარლამენტთან დამონტაჟებული ვიდეო-კამერების დაზიანებას, კერძოდ კი ცეცხლის წაკიდებას ედავებიან.

პროცესზე სიტყვით თავად დაკავებული არჩილ მუსელიანცი გამოვიდა და თქვა, რომ ბრალდებას არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგში, აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას გულისხმობს. მას 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი თემები