,,საჭირო გახდა თითქმის ოთხი წელი იმისთვის, რომ ბაიდენს რამე მოემოქმედებინა”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა წარმომადგენელმა, მეთიუ ბრაიზამ „ეხო კავკაზას“ განუცხადა.
მეთიუ ბრაიზამ უპასუხა კითხვას, რომლის თანახმადაც: „რამდენად შეიძლება „ქართული ოცნების“ მოლოდინები იყოს საფუძვლიანი? რამდენად დაეხმარება ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, შეინარჩუნოს თავისი პოზიციები?“.
„ჩემი აზრით, ბევრით. ბაიდენი თავისი ადმინისტრაციის დასაწყისიდან მუდმივად საუბრობდა დემოკრატიაზე და ეს ძალიან თვალსაჩინო იყო ყველასთვის, ვინც საქართველოში სიტუაციას ადევნებდა თვალს, რომ „ქართული ოცნება“ სერიოზულად გადაუხვევს დემოკრატიისგან და რომ ისინი არღვევენ თამაშის წესებს და უფრო მეტად აახლოვებენ ქვეყანას რუსეთთან. ბაიდენისთვის ეს იყო მნიშვნელოვანი. თუმცა საჭირო გახდა თითქმის ოთხი წელი იმისთვის, რომ ბაიდენს რამე მოემოქმედებინა.
მან მხოლოდ ახლა დააწესა სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და მისი ზოგიერთი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ. თუმცა მანამდე ბაიდენს არაფერი გაუკეთებია „ქათული ოცნების“ წინააღმდეგ. ასე რომ, დიახ, ახლა არის ახალი სანქციები და მე მიმაჩნია, რომ კონგრესის ზოგიერთი წევრი, ყურადღებას აქცევს საქართველოში პოლიტიკურ სიტუაციას. ისინი ემხრობიან უფრო მეტ სანქციებს, თუმცა მე მეეჭვება, რომ ეს პოლიტიკური ვითარება ტრამპს ახლა აინტერესებს. ვნახოთ, რა იქნება. თუ იქნება სერიოზული შეტაკებები ქუჩებში, შესაძლოა, იყოს სხვა მიდგომა“, – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.