ჩინეთის იმპორტ-ექპორტმა 2024 წელს 6 ტრილიონი დოლარს გადააჭარბა

ჩინეთი, საგარეო ვაჭრობაში მეგობრების წრეს აფართოებს.  2024 წლის მაჩვენებლით, ქვეყანაში დამუშავდა 88,38 მილიონი საბაჟო დეკლარაცია, რაც საგარეო ვაჭრობის მზარდ მაჩვენებელზე მიუთითებს.

ჩინეთის გენერალური საბაჟო ადმინისტრაციის მონაცემებით, ქვეყნის საქონლის მთლიანმა იმპორტმა და ექსპორტმა 2024 წელს მიაღწია 43,85 ტრილიონ იუანს (დაახლოებით 6 ტრილიონი აშშ დოლარი), რაც 5 პროცენტით ზრდასა და რეკორდულ მაჩვენებელს ნიშნავს.

ამავე მონაცემებით, ჩინეთის საგარეო ვაჭრობის ზრდამ 2024 წელს  2,1 ტრილიონი იუანი შეადგინა, რადგან მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკამ კიდევ უფრო გააძლიერა თავისი ლიდერი გლობალურად საქონლის ვაჭრობაში.

მზარდი გამოწვევებისა და გაურკვევლობის მიუხედავად, ჩინეთის საგარეო ვაჭრობა აგრძელებს მდგრადობას, რაც აჩვენებს ჩინეთის ეკონომიკის სიცოცხლისუნარიანობას და პოტენციალს. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ მზარდი პროტექციონიზმის პირობებში, ღიაობა და თანამშრომლობა რჩება სტრატეგიულ არჩევნად გლობალური ეკონომიკური განვითარებისთვის.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია  და საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) ახლახან გააფრთხილეს, რომ ტარიფების ზრდამ შეიძლება შეაფერხოს გლობალური ეკონომიკური ზრდა. რადგან პროტექციონიზმი იზრდება, ბევრი ქვეყანა იკვლევს გზებს, რომ  შეამსუბუქოს მზარდი სავაჭრო ბარიერების გავლენა მათ ეკონომიკაზე.

სტატისტიკის მიხედვით, ჩინეთის ვაჭრობამ 160-ზე მეტ სავაჭრო პარტნიორთან მთელს მსოფლიოში, მიაღწია ზრდას და ქვეყანა გახდა მთავარი სავაჭრო პარტნიორი 150-ზე მეტი ქვეყნისა და რეგიონისთვის.

ჩინეთის საგარეო ვაჭრობა ტრადიციულ ბაზრებთან, მათ შორის ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან, გაიზარდა 2024 წელს.

გარდა ამისა, პირველად, „ქამარი და გზის“ (Belt and Road) პარტნიორ ქვეყნებთან ჩინეთის მთლიანი საგარეო სავაჭრო ღირებულების 50 პროცენტზე მეტია.

 

მსგავსი თემები