თურქეთში, ხანძართან დაკავშირებით ოთხი ადამიანი, მათ შორის სასტუმროს მეპატრონე დააკავეს

თურქეთის კურორტზე, სასტუმროში ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით ოთხი ადამიანი დააკავეს, მათ შორის სასტუმროს მეპატრონე. ამის შესახებ თურქეთის იუსტიციის მინისტრმა განაცხადა. მინისტრის განცხადებით, საქმეს ხუთი პროკურორისგან შემდგარი ჯგუფი ექსპერტთა ხუთწევრიან კომისიასთან ერთად იძიებს.

თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტ კარტალკაიაში, სასტუმროში ხანძარს 66 ადამიანი ემსხვერპლა, 51 კი დაშავდა. ხანძარი 11-სართულიანი სასტუმროს მეოთხე სართულზე გაჩნდა. 161-ნომრიანი სასტუმროში 234 დამსვენებელი იმყოფებოდა.

მომხდარის გამო ქვეყანაში 22 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადეს.

მსგავსი თემები