“ვერცერთ ამერიკულ მთავრობას ვერ ვხედავ, რომელიც შეძლებს მსგავსი ქვეყნის მეგობრად და პარტნიორად მიღებას, რომელიც ემეგობრება ხანდახან ჩინელებს, ხანდახან ირანს, ხანდახან ზოგიერთ ტერორისტულ ჯგუფს, და არავითარი პრინციპები არ გააჩნია” – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ სანქციებს უკვე აქვს ეფექტი.
„უპირველეს ყოვლისა, საქართველოსთან მიმართებით აშშ-ის პოლიტიკა ყოველთვის ორპარტიული იყო და სასანქციო ნაბიჯებს, რომლებიც ბოლო დროს ვნახეთ, უკვე აქვს თავისი ეფექტი. შეგვიძლია საქართველოში გარკვეული წრეების რეაქციით ამის დანახვა, ნარატივის მიუხედავად, თითქოს არაფერი ხდება და მნიშვნელობა არ აქვს, შეგვიძლია დავინახოთ, რომ მნიშვნელობა აქვს.
არაღიარება უკიდურესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან არა მგონია, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია იმ ქვეყნის მეგობრად და პარტნიორად მიღება, რომელსაც აღარ გააჩნია არც ერთი ინსტიტუტი, რომელთაც აშშ წლების განმავლობაში უჭერდა მხარს – არანაირი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, კონსტიტუციის არანაირი პატივისცემა, გაყალბებული არჩევნები. ვერცერთ ამერიკულ მთავრობას ვერ ვხედავ, რომელიც შეძლებს მსგავსი ქვეყნის მეგობრად და პარტნიორებად მიღებას, რომელიც ემეგობრება ხანდახან ჩინელებს, ხანდახან ირანს, ხანდახან ზოგიერთ ტერორისტულ ჯგუფს, და არავითარი პრინციპები არ გააჩნია”- განაცხადა ზურაბიშვილმა.