22 იანვარი თურქეთში გლოვის დღედ გამოცხადდა

სამთო-სათხილამურო კურორტზე დატრიალებული ტრაგედიის გამო, 22 იანვარი თურქეთში გლოვის დღედ გამოცხადდა. პრეზიდენტის  რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ყველა, ვინც პასუხისმგებელია ტრაგიკულ ინციდენტზე, დაისჯება.

თურქეთში, კარტალკაიას სათხილამურო კურორტზე, ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარი დღეს მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სამთო-სათხილამურო კურორტზე ხანძარს ემსხვერპლა 66 ადამიანი, დაშავდა – 51.

მსგავსი თემები