აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ყოფილ კონგრესმენებს – ლიზ ჩეინის და ადამ კინზინგერს მტირალები უწოდა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა კაპიტოლიუმში საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
„რატომ ვეხმარებით ამ ადამიანებს? რატომ ვეხმარებით ლიზ ჩეინის? ლიზ ჩეინი არის კატასტროფა. ის არის მტირალა მთვარეული და მტირალა ადამ კინზინგერი? ის სუპერ მტირალაა. არასდროს მინახავს ეს ტიპი, არ ეტიროს, ყოველთვის ტირის. მახსოვს, რამდენიმე წლის წინ, ჩემს მხარეს იყო. თუმცა იცით, როდესაც ომში ადამიანებს არ კლავ, ისინი შენს წინააღმდეგ მობრუნდებიან“- აღნიშნა ტრამპმა.
დონალდ ტრამპი კომენტარს „სიენენთან“ საუბარში გამოეხმაურა ადამ კინზინგერი, რომელმაც ამ განცხადებას „ბავშვური“ უწოდა.