ქუთაისის სააპელაციომ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე შესული საჩივარი დაუშვებლად ცნო

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ,,ბათუმელებისა” და ,,ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის შეცვლის თაობაზე სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. სააპელაციოში საქმეზე საჩივარი გუშინ შევიდა, გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამაღლობელი პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

მსგავსი თემები