ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ აშშ ორგანიზაციიდან გასვლის გადაწყვეტილებას გადახედავს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ აშშ ორგანიზაციიდან გასვლის გადაწყვეტილებას გადახედავს.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კრიტიკულ როლს ასრულებს მსოფლიოს მოსახლეობის ჯანდაცვისა და უსაფრთხოების დაცვაში, მათ შორის ამერიკელების, დაავადებების ძირეული მიზეზების აღმოფხვრით, უფრო ძლიერი ჯანდაცვის სისტემების შექმნით, ჯანდაცვის სფეროში საგანგებო სიტუაციების აღმოჩენით, პრევენციითა და მათზე რეაგირებით“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრია. ასევე, ნათქვამია, რომ ათწლეულების განმავლობაში აშშ-მა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უამრავი სიცოცხლე გადაარჩინეს, დაიცვეს ამერიკელები და სხვები ჯანმრთელობის საფრთხეებისგან.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აშშ გადახედავს გადაწყვეტილებას და მოუთმენლად ველოდებით კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვას აშშ-სა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შორის პარტნიორობის შესანარჩუნებლად მსოფლიო მასშტაბით მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობისთვის და კეთილდღეობისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ტრამპმა WHO-დან და კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებიდან აშშ-ის გამოსვლის შესახებ განკარგულებებს მოაწერა ხელი

მსგავსი თემები