ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ტიტე აროშიძე გახდა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ტიტე აროშიძე აირჩიეს. მან 11-წევრიანი აკადემიური საბჭოდან 10 ხმა მიიღო, ერთი ხმა კი ბათილად გამოცხადდა.

ტიტე აროშიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს 4 წლით უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ რექტორის არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობდა, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ტიტე აროშიძე და ბიოლოგიის დოქტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლორა და ფაუნას“ დამფუძნებელი არჩილ გუჩმანიძე.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები ხმაურის ფონზე დაიწყო

მსგავსი თემები