,,უკრაინას და რუსეთს ცეცხლის შესაწყვეტად კომპრომისებზე წასვლა მოუწევთ”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა სახელმწიფო მდივნმა მარკო რუბიომ განაცხადა.
„როცა კონფლიქტში ვერცერთი მხარე ვარ აღწევს დასახულ მაქსიმალურ მიზანს, მის დასასრულებლად, თითოეულ მათგანს მოუწევს რაღაცაზე უარის თქმა“, – განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, უკრაინაში ომის დასასრულებლად წინასწარი მზადება უკვე მიმდინარეობს, თუმცა ეს რთული პროცესი იქნება.
„ჩვენ ომის დასრულება გვსურს. ეს ნათელია. თქვენ ნახეთ, რომ ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც ისაუბრა. მას სურს იყოს პრეზიდენტი, რომელსაც მოაქვს მშვიდობა და ამთავრებს კონფლიქტებს, და ეს რთული იქნება“, – თქვა რუბიომ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ვერ დაასახელებს ზუსტ დროს, თუ როდის დასრულდება კონფლიქტი უკრაინაში.