უკრაინამ რუსეთის რამდენიმე მნიშვნელოვან ობიექტს დაარტყა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის რამდენიმე მნიშვნელოვან ობიექტს დაარტყა. გენშტაბის ცნობით, უკრაინის უპილოტო საფრენმა აპარატებმა ვორონეჟის ოლქში არსებულ ნავთობბაზაზე იერიში მიიტანეს.

,,უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან თანამშრომლობით განხორციელებული დარტყმის შედეგად იწვის საწვავით სავსე რეზერვუარები, რომლებსაც ოკუპანტები არმიის მომარაგებისთვის იყენებენ. საწარმო ეკუთვნის რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სახელმწიფო კორპორაციას ,,როსნეფტს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, შეიარაღებულმა ძალებმა დააზიანეს სმოლენსკის რეგიონში ,,სმოლენსკის საავიაციო ქარხანა”. ამ ქარხანაში აწარმოებენ სამხედრო თვითმფრინავებს.

მსგავსი თემები