ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები ხმაურის ფონზე დაიწყო

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები ხმაურის ფონზე დაიწყო. უნივერსიტეტში დღეს რექტორის არჩევნებია, რომელშიც ორი კანდიდატი მონაწილეობს: ,,ქართული ოცნების” წევრი, დეპუტატი ტიტე აროშიძე და ბიოლოგიის დოქტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლორა და ფაუნას” დამფუძნებელი არჩილ გუჩმანიძე.

რექტორს 11 წევრიანი აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით აირჩევს. ასარჩევად კი საჭიროა 6 წევრის მხარდაჭერა.

სტუდენტების თქმით, აკადემიურ საბჭოში ,,ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ადამიანები არიან. ისინი აროშიძის მოსალოდნელ არჩევას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ მისი რექტორობა უნივერსიტეტში ,,ქართული ოცნების” დიქტატურის დამყარებას ნიშნავს.

მსგავსი თემები