თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის კონგრესის სენატს დასამტკიცებლად ახალი მინისტრების კანდიდატურები წარუდგინა.
ტრამპი საკანონმდებლო ორგანოს სთავაზობს ფინანსთა მინისტრის პოსტზე სკოტ ბესენტის კანდიდატურას, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურების მინისტრის პოსტზე – რობერტ კენედი უმცროსს, თავდაცვის მდივნის პოსტზე – პიტ ჰეგსეტის კანდიდატურას, სახელმწიფო მდივნის პოსტზე – მარკო რუბიოს კანდიდატურას.
ასევე, ტრამპი კანონმდებლებს სთავაზობს ეროვნული დაზვერვის დირექტორის პოსტზე ტულსი გაბარდი დაინიშნოს, ხოლო ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ჯონ რეტკლიფი უხელმძღვანელებს. აშშ-ის ელჩი გაეროში ელის სტეფანიკი იქნება. ბიუჯეტის გადანაწილების სამმართველოს დირექტორი – რასელ ვოუთი.
გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პამელა ბონდის კანდიდატურაა წარდგენილი, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე – დუგლას ბერგამო, შრომის მინისტრის პოზტზე – ლორა ჩავეს-დერემერი, ვეტერანთა საქმეთა მინისტრის პოსტზე – დუგლას კოლინზი, ტრანსპორტის მინისტრი – შონ დეფი, ვაჭრობის მინისტრი – გოვარდ ლუტნიკი, განათლების მინისტრი – ლინდა მაკ-მენი, შიდა უსაფრთხოების მინისტრი – კრისტი ნოემი, სოფლის მეურნეობის მინისტრი – ბრუკ როლინზი, ენერგეტიკის მინისტრი – კრისტოფერ რაითი.