ტრამპმა WHO-დან და კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებიდან აშშ-ის გამოსვლის შესახებ განკარგულებებს მოაწერა ხელი

  პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლის თანახმადაც, აშშ-ს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გამოსვლის პროცესს იწყებს. მისი თქმით, აშშ-მა სხვა ქვეყნებთან შედარებით არასამართლიანი თანხა გადაიხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში. ტრამპის ბრძანების ტექსტში აშშ-ის გამოსვლის მიზეზებად დასახელებულია, მათ შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ,,კოვიდ-19-ის პანდემიისა და სხვა გლობალური ჯანდაცვის კრიზისების არასწორი მართვა”. ასევე, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც, აშშ კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებასაც ტოვებს. ეს საერთაშორისო შეთანხმება გლობალურ დათბობასთან ბრძოლას ითვალისწინებს.