„მის მიერ გამოცხადებული პოლიტიკა ამერიკის ლიდერობისა და სამართლიანი მშვიდობის შესაძლებლობას იძლევა“- ზელენსკი

ვოლოდიმერ ზელენსკი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი ტრამპი ყოველთვის გადამწყვეტად მოქმედებს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის ელოდება  აქტიურ და სასარგებლო თანამშრომლობას.

„მის მიერ გამოცხადებული პოლიტიკა – მშვიდობა ძალის გზით – იძლევა შესაძლებლობას, განამტკიცოს ამერიკის ლიდერობა და მიაღწიოს გრძელვადიან და სამართლიან მშვიდობას, რაც მთავარი პრიორიტეტია. ეს საუკუნე სწორედ ახლა ყალიბდება და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა ეს იყოს დიდი და წარმატებული საუკუნე დემოკრატიებისთვის და არა მათთვის, ვისაც ჩვენი მარცხი სურს. გისურვებთ წარმატებებს, პრეზიდენტო ტრამპ. ჩვენ ველოდებით აქტიურ და ორივესთვის სასარგებლო თანამშრომლობას. ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ და შეგვიძლია, უზრუნველვყოთ უფრო მეტი უსაფრთხოება, სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა მსოფლიოსა და ჩვენი ორი ქვეყნისთვის“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

 

მსგავსი თემები