ტრამპი ომების დასრულების პირობას იძლევა

ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ამერიკის პრეზიდენტმა ინაუგურაციაზე ისაუბრა, მსოფლიო ომების დასრულებაა.

„წარმატებას შევაფასებთ არა მხოლოდ ბრძოლებით, რომლებსაც მოვიგებთ, არამედ იმ ომებითაც, რომლებსაც დავამთავრებთ.  რაც მთავარია, ომებით, რომლებშიც არასდროს შევალთ“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით ის ყველაზე საამაყო მემკვიდრეობას მშვიდობის სახით დატოვებს.

„ჩვენი ძალა შეაჩერებს ყველა ომს, მოუტანს ერთიანობას  მსოფლიოს, რომელიც იყო ბოროტი, სასტიკი და სრულიად არაპროგნოზირებადი“, – განაცხადა ტრამპმა.

მსგავსი თემები