“აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან უკრაინის კონფლიქტის შესახებ დიალოგისთვის ღია ვართ”- პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს თანამდებობის დაკავება მიულოცა. ამის შესახებ განცხადება მან დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე გააკეთა და აღნიშნა, რომ რუსეთი აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობისთვის ღიაა.

„გვესმის მისი განცხადება იმის შესახებ, რომ საჭიროა მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილების მიზნით ყველაფერი გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, მსგავს დამოკიდებულებას მივესალმებით და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს თანამდებობის დაკავებას ვულოცავთ.

აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან უკრაინის კონფლიქტის შესახებ დიალოგისთვის ღია ვართ. ყველაზე მნიშვნელოვანი კრიზისის ძირითადი მიზეზების აღმოფხვრაა, რის შესახებაც აქამდე არაერთხელ გვითქვამს“- აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები