„ჩვენ ამას გავაკეთებთ ისე, როგორც არავის უნახავს“ – დონალდ ტრამპი

ამერიკის პრეზიდენტის მკაცრი პოლიტიკის აღსრულება დონალდ ტრამლის პირველი სამუშაო დღიდან დაიწყება. როგორც ტრამპმა ინაუგურაციაზე სიტყვთ გამოსვლისას განაცხადა, მთავრობას დღესვე მისცემს მითითებებს.

„ხელმოწერილი ბრძანებებით, ჩვენ გამოვაცხადებთ კარტელებს უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებად. 1798 წლის უცხოელ მტერთა აქტის გამოყენებით, მივცემ მითითებას ჩვენს მთავრობას, გამოიყენოს ფედერალური და შტატების სამართალდამცავი ორგანოების უზარმაზარი ძალა ყველა უცხოური ბანდისა და კრიმინალური ქსელის აღსაკვეთად.  როგორც მთავარსარდალს, არ მაქვს უფრო მაღალი პასუხისმგებლობა, ვიდრე ჩვენი ქვეყნის დაცვაა. ჩვენ ამას გავაკეთებთ ისეთ დონეზე, როგორიც არავის უნახავს“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები