თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ოთარ კვარაცხელია და რატი ტყემალაძე სამართალდმარღვევად ცნო და ისინი 2 200-2 200 ლარით დააჯარიმა.
გადაწყვეტიელბა მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღო.
ოთარ კვარაცხელია და რატი ტყემალაძე 18 იანვარს, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ დააკავეს, მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174- პრიმა მუხლითა და 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებას ედავებოდნენ, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის დარღვევას გულისხმობს, რაც ნიღბის ტარების აკრძალვას მოიცავს.