„ჩვენი მთავრობა ვერ იცავს ამერიკელებს, მაგრამ, თავშესაფარს სთავაზობს საშიშ კრიმინალებს – ტრამპმა ბაიდენს „გადაუარა“

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის პოლიტიკას „მიწასთან ასწორებს“ და აცხადებს, რომ ამერიკას ჰყავს მთავრობა, რომელსაც არ შეუძლია მართოს კრიზისიც ქვეყნის შიგნითაც კი.

„ის ვერ იცავს ჩვენს კანონმორჩილ ამერიკელ მოქალაქეებს, მაგრამ თავშესაფარსა და დაცვას სთავაზობს საშიშ კრიმინალებს, რომელთაგან ბევრი ციხეებიდან და ფსიქიატრიული დაწესებულებებიდანაა და უკანონოდ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც უსაზღვრო დაფინანსებას გასცემს უცხო ქვეყნების საზღვრების დასაცავად, მაგრამ უარს ამბობს, დაიცვას ამერიკის საზღვრები ან უფრო მნიშვნელოვანი – საკუთარი ხალხი“ – განაცხადა პრეზიდენტმა ინაუგურაციის ცერემონიაზე.

 

მსგავსი თემები