ამერიკის ახალი პრეზიდეტი, რომელმაც საპრეზიდენტო ფიცი უკვე დადო, იმ ძირითად რეფორმებზე საუბრობს, რომლის გატარებასაც ის იწყებს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ახლა ამერიკის ოქროს ხანა იწყება.
„ჩვენი ქვეყანა კვლავ აყვავდება და მთელ მსოფლიოში პატივსაცემი გახდება. ჩვენი ყველა ქვეყანას შეშურდება და საკუთარ თავს უფლებას არ მივცემთ, რომ ჩვენით ბოროტად ისარგებლონ. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ამაყი, აყვავებული და თავისუფალი ქვეყნის შექმნა იქნება. ამერიკა მალე უფრო დიდი, ძლიერი და გამორჩეული გახდება, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
პრეზიდენტის თქმით, მზის შუქი მთელ მსოფლიოში ანათებს და ამერიკას აქვს შანსი გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, ისე როგორც არასდროს.
„ჩვენი ქვეყანა ააშენეს პატრიოტებმა, რომლებმაც გაიღეს ყველაფერი ჩვენი თავისუფლებისთვის“ – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ამერიკის პოლიტიკა მხოლოდ და მხოლოდ 2 სქესით განისაზღვრება და არაფერი სხვა.