აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ახლა ამერიკის ოქროს ხანა იწყება. მან ქვეყანაში ბევრი საკანონმდებლო ცვლილება დააანონსა. ასევე, აღნიშნა, რომ აშშ-ის კონსტიტუცია მხოლოდ ორ სქესს აღიარებს.
“ჩვენ შევქმნით ისეთ საზოგადოებას, რომელიც რეალურად არ ცნობს განსხვავებულ ფერებს და მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებლობების და დამსახურების საფუძველზე სცემს ადამიანებს პატივს. კიდევ ერთხელ, აშშ-ის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ორი გენდერი – ქალი და კაცი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.