დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ფიცი დადო და ოფიციალურად დაიკავა თანამდებობა. მან ფიცი, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლის, ჯონ რობერტსის წინაშე დადო. ცოტა ხანში კი მისი სიტყვით გამოსვლა დაიწყება. მანამდე ფიცი დადო ვიცე-პრეზიდენტმა.
საინაუგურაციო ცერემონიალუ ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობაში მიმდინარეობს.
ინაუგურაციას ესწრება აშშ-ის ყველა ცოცხალი პრეზიდენტი. ისინი სათითაოდ შევიდნენ კაპიტოლიუმში, ქრონოლოგიური თანმიმდევრობით. ამასთან, მიშელ ობამა ერთადერთი ყოფილი პირველი ლედია, რომელიც არ ესწრება ინაუგურაციას.