კაპიტოლიუმის დარბაზში აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მივიდა

ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის დარბაზში აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მივიდა. მას დარბაზში მყოფი სტუმრები ტაშით შეხვდნენ. ტრამპი მეუღლეს, მელანია ტრამპს და ყოფილ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მიესალმა. ისმოდა შეძახილები „ამერიკა“.

ტრამპი, როგორც შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი ფიცს დადებს და ოფიციალურად შეუდგება ქვეყნის პირველი პირის მოვალეობის შესრულებას.

მოწვეულ სტუმრებს შორის, არიან აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები და ვიცე-პრეზიდენტები.

მსგავსი თემები