“საქართველოს ისტორიაში პირველი სახალხო დამცველი ვარ, რომელიც არ იტყუება”- იოსელიანი

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის  განცხადებით, ის ერთადერთი ომბუდსმენია საქართველოს ისტორიაში, რომელიც არ იტყუება.

„სისტემური ხასიათი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რომელიც თავის თავში მოიცავს სხვადასხვა ტიპის დანაშაულებს, მათ შორის წამებასაც, წამების მუქარასაც, არაადამიანურ მოპყრობასაც. 10-ზე მეტი განცხადება გავავრცელე, სადაც ვამბობ, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება პოლიციას და ხელისუფლებას, ვინც ეს ჩაიდინა და ვინც უნდა გამოიძიოს ეს საკითხი.

საქართველოს ისტორიაში პირველი სახალხო დამცველი ვარ, რომელიც ყველა სოციალურ საცხოვრისშია ნამყოფი, ყველა თავშესაფარში ნამყოფია, ყველას პრობლემა იცის და ყველაფერზე ლაპარაკობს საჯაროდ და არ იტყუება“ – განაცხადა იოსელიანმა გორში, სადაც სოციალური საცხოვრისი მოინახულა.

მსგავსი თემები