ბაიდენმა რამდენიმე თანამდებობის პირი შეიწყალა, რომლებიც, შესაძლოა, ტრამპის მხრიდან დევნის რისკის ქვეშ ყოფილიყვნენ – CNN

აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რამდენიმე თანამდებობის პირი შეიწყალა, რომლებიც შესაძლოა, არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დევნის რისკის ქვეშ ყოფილიყვნენ.

CNN-ის ინფორმაციით, ბაიდენმა შეიწყალა გაერთიანებული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი, მარკ მილი, რომელმაც ტრამპს „ფაშისტი“ უწოდა და აშშ-ის აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი ენტონი ფაუჩი.

„პრევენციულ შეწყალებაში ასევე შედიოდნენ კონგრესის წევრები, რომლებიც მუშაობდნენ კომიტეტში და კაპიტოლიუმზე 2021 წლის 6 იანვარს თავდასხმის საქმეს იძიებდნენ“, – წერს მედიასაშუალება.

ბაიდენის ყველა შეწყალება მკაცრად გააკრიტიკეს ტრამპმა და მისმა მოკავშირეებმა. განცხადებაში ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ შეწყალება არ ნიშნავს დანაშაულის აღიარებას.

მსგავსი თემები