უმარ ნურმაგომედოვის პირველი კომენტარი, მერაბ დვალიშვილთან დამარცხების შემდეგ

უმარ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილთან გამართულ ორთაბრძოლაზე ისაუბრა, რომელიც მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დათმო. როგორც მან განაცხადა, ქართველ მებრძოლს არ უნდა მოეგო.

„ვფიქრობ, პირველი სამი რაუნდი მოვიგე, ბოლო ორი კი ახლოს იყო და არ მგონია, რომ დავმარცხდი. პირველი რაუნდის შემდეგ, დარტყმა მიჭირდა, რადგან მგონი, ხელი მოვიტეხე და ამან ჩხუბზე გავლენა იქონია. მადლობა ღმერთს. ამ ორთაბრძოლის ვიდეოს უნდა ვუყურო.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მგონია, არ წამიგია. მსაჯების გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები, მაგრამ ვიდეოს ნახვა მინდა. მერაბს არაფრით გავუკვირვებივარ. ვიცოდი, რომ რთული მეტოქე იქნებოდა და რასაც არ ველოდებოდი იყო ის, რომ პირველ რაუნდში ხელი მოვიტეხე“, – ამბობს ნურმაგომედოვი.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა კარიერაში ზედიზედ მე-12 გამარჯვება იზეიმა, უმარმა კი პირველად წააგო.

მსგავსი თემები