აქციაზე დაკავებულ ფრიდონ ბუბუტეიშვილს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე, პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანებაში ბრალდებულ 20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ზვიად შარაძემ მიიღო.

პროკურატურა ბუბუტეიშვილს პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებასა და მეხანძრე-მაშველისთვის ქვის სროლას ედავებოდა. პროკურატურამ ფრიდონ ბუბუტეიშვილისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, ამ ეტაპზე, უარი თქვა.

მსგავსი თემები