ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში. გავრცელებული ინფორმაციით, უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„მეუღლესთან ერთად მოდიოდა, საჭესთან მეუღლე იჯდა. მანქანა მოცურებულა და ხეს შეჯახებია. ექიმი უმძიმესი მდგომარეობით კლინიკაში გადაუყვანიათ, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მისი მეუღლე კი ინფარქტით და ფილტვის დაზიანებით ქუთაისში გადაიყვანეს“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.